მოთხოვნები ვებ-გვერდთან

ძვირფასო პარტნიორებო!

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვებ გვერდის ძირითად მოთხოვნებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ინტერკას სერვისთან დაკავშირებისას.
კერძოდ, თქვენი ვებ გვერდის გადახდების მიღების რეჟიმზე გადასვლისას, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

1. ვებ გვერდი უნდა იყოს გამართული, კონტენტი - შვსებული, შიდა ბმულები მუშა მდგომარეონაში;
2. იურიდიული პირის ონლაინ-მაღაზია არ უნდა იყოს ერთ გვერდიანი ან / და ყიდდეს ერთ ერთეულ საქონელს, უნდა აძლევდეს მომხმარებელს ასორტიმენტის უფრო დიდი ნაწილის დათვალიერების საშუალებას. ფიზიკური პირებისთვის დასაშვებია სათანადოდ დაპროექტებული და დასრულებული ერთგვერდიანი ვებ გვერდების (დაკრედიტების-პეიჯინგის) გამოყენება;
3. ვებ გვერდი უნდა განთავსდეს საჯაროდ ხელმისაწვდომ სივრცეში და არ მოითხოვოს მომხმარებლის სახელი და პაროლი შესვლისას;
ინტერნეტ მაღაზიის პერსონალური კაბინეტის სერვისთან დაკავშირებისას, სატესტო გაშვება უნდა იყოს ნეებადართული. პირადი კაბინეტი უნდა განთავსდეს იმავე დომენზე, რაზეც ძირითადი ვებ გვერდი;
4. ინტერნეტ-მაღაზიაში სრულფასოვნად უნდა იყო წარმოდგენილი საქონელი / მომსახურება და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც წარმოდგენილია აღნიშნული მომსახურება;
5. ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდზე სრულად უნდა მიეთითოს იმ ორგანიზაციის სახელწოდება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა, რომელიც ყიდის საქონელს და მომსახურებას, საჯარო შეთავაზების ხელშეკრულებას;
6. ინტერნეტ მაღაზიაში გაყიდული საქონელი და მომსახურება დეტალურად უნდა იქნას აღწერილი: აღწერა უნდა შეიცავდეს შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების თავისებურებებს, მათ სამომხმარებლო მახასიათებლებსა და ფასს;
7. ყველა გვერდი, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე საქონლის, სამუშაოების, მომსახურების რეალიზაციასთან, უნდა იყოს განთავსებული ერთი დომენით.
შეგახსენებთ, რომ ეს არის ონლაინ მაღაზიებთან დაკავშირების ძირითადი მოთხოვნები, თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეული პოტენციური კლიენტი ინდივიდუალურად განიხილება.

პატივისცემით, კომპანია "ინტერკასის" გუნდი