resource
resource
resource

გადახდების მიღების სისტემა "ინტერკასა" ადვილად უკავშირდება ნებისმიერ ყიდვა - გაყიდვის პლატფორმას და ვებ გვერდებს, ამით ხელს უწყობს გაყიდვების გამარტივებას და ავტომატიზირებას ინტერნეტ სივრცეში. გარდა ამისა, სისტემა მზადაა თავის მომხმარებლებს შესთავაზოს მზა მოდულები, რომლებიც განკუთვნილია პოპულარული CMS-თვის, მათ შორის, გადახდის მოდული UMI.CMS.

ეს მოდული წარმოადგენს ახალი თაობის ვებ გვერდების მართვის სისტემას. ის ძალიან მოსახერხებელია საბოლოო მომხმარებლისთვის. ნებისმიერი ადამიანი თუნდაც სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების არ მქონე, შეძლებს კომფორტულად და ადვილად მართოს საკუთარი ვებ გვერდი.

გადახდის მოდული UMI. CMS თავისთავში მოიცავს შეუზღუდავ შესაძლებლობებს კონკრეტული პროექტის ამოცანების გასაფართოებლად და მაქსიმალურად მოქნილ მექანიზმს სთავაზობს ვებ დეველოპერებს. არსებობს ამ მოდულის 6 ვერსია: სუფთა ვერსია (Lite), მაღაზია, ყიდვა-გაყიდვა, სტარტი, კორპორატიული და ბიზნესი.

აღნიშნული მოდულის ინტერფეისი არის ინტუიციური და მარტივი, შესაბამისად ვებ გვერდის შექმნა და ინფორმაციულად მისი შევსება არანაირ სირთულეს არ წრმოადგენს. ამის გაკეთება ხელმისაწვდომია მხოლოდ საკუთარი ძალებით. შკითხვების არსებობის შემთხვევაში, ტექნიკური მხარდაჭერა სწრაფად ირეაგირებს და გაგიწევთ სათანადო დახმარებას არსებული სირთულეების გადასალახად.


გადახდის მოდული UMI.CMS- ს გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:
• სამი თემფლით (შაბლონი) სერვერის არსებობა - TPL, XSLT და PHP;
• ორმხრივი ინტეგრაცია "1C: საწარმო";
• კონტენტის რედაქტირების საშუალება უშუალოდ ვებ გვერდზე ადმინისტრაციულ პანელში შეუსვლელად;
• კოდის ხელმისაწვდომობა;
• ხუთასზე მეტი მზა ვებ გვერდის, ლენდინგი და ონლაინ მაღაზიების შაბლონის არსებობა, მათ შორის ადაპტირებული შაბლონები;
• CPA- მოდულის მხარდაჭერა და ინტეგრაცია Yandex.Market- თან;
• 35 მოდულის არსებობა;
• სტატისტიკის დეტალური მონაცემები მნახველების,ბრუნვის, მოთხოვნების, ჩეკებისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით, რაც ეხმარება მიმდინარე გაყიდვების გაანალიზირებაში და ზრდის ონლაინ მაღაზიის ეფექტურობას;
• შეუზღუდავია მრავალ დომენიანობის, მრავალენოვნობის, მრავალ ვებ გვერდიანობისა და მრავალ შაბლონურობის თვალსაზრისით, მათი ნებისმიერი კომბინაციის პირობებშიც.

აღნიშნული მოდულის უპირატესობაა: მოხერხებულობა დეველოპერებისათვის, ვებ გვერდის სწრაფად გაშვება, ვებ გვერდისთვის მოხერხებული CMS, ხარჯთ ეფექტურობა მფლობელებისთვის, ფუნქციონალის მასშტაბურობა და დეველოპერების უფასოდ შერჩევის ტაპი:
1. მოდულის ვერსიის თავსებადობის შემოწმება სასურველ CMS-თან.
2. მოდულის თქვენს PC-ზე ჩამოტვირთვა და გახსნა.
3. "ატვირთვა" საქაღალდედან მისი შმადგენელი ფაილების ატვირთვა სერვერზე.
4. გადახდის მეთოდი "ინტერკასა"-ს არჩევა ადმინისტრატორის პანელში.
5. საიდუმლო გასაღების, საფულის უნიკალური ნომრის და სატესტო გასაღების ველების შევსება "მახასიათებლები"-ს პარამეტრებში.
6. თქვენი გასაღების და id ამოღება ანგარიშის API პარამეტრებიდან და ასევე "IP ფილტრი"-ს გრაფაში საძიებო ვებ გვერდის IP დამატება.
7. შენახვა.

სხვა CMS