resource
resource
resource

თანამედროვე ონლაინ გადახდების მიღების სისტემა "ინტერკასა", საშუალებას იძლევა ძალიან მოკლე დროში მიიღოთ გადახდის ნებისმიერი სასურველი ფორმა. აღნიშნული სისტემა ადვილად უკავშირდება ნებისმიერ ყიდვა-გაყიდვის პლატფორმას, ონლაინ მაღაზიებს და ვებ გვერდებს, რითაც ხელს უწყობს ონლაინ გაყიდვების პროცესს და მას უფრო მარტივსა და ავტომატიზირებულს ხდის. სისტემისთვის ხელმისაწვდომია გადახდის სხვადასხვა მიმართულება, როგორიცაა მაგალითად Swift, გადახდა მობილური ოპერატორების მეშვეობით, ისეთი გავრცელებული საგადახდო სისტემების მეშვეობით, როგორიცაა WebMoney, Yandex, QIWI, Bitcoin და ასე შემდეგ., ტერმინალები, ნაღდი ფული და ბარათით - Visa ან Mastercard.


Magento მოდულს გააჩნია ინტერფეისის ადაპტირებული დიზაინი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის საუძველზე არსებული ონლაინ მაღაზია მოსახერხებელი იქნება დასათვალიერებლად ნებისმიერი მოწყობილობისთვის, მათ შორის პორტატულებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ონლაინ მაღაზიის მფლობელებს, მნიშვნელოვნად შეამცირონ როგორც მატერიალური, ისე დროის რესურსები. აღნიშნული მოდული ონლაინ მაღაზიებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსოფლიოში. ის ისევე როგორც ბევრი სხვა მოდული,მუშაობს MySQL და PHP ბაზაზე და გააჩნია ღია სკრიპტი (კოდი).

Magento გადახდის მოდულის აქვს შემდეგი უპირატესობები: უზარმაზარი ჩაშენებული ფუნქციონალი, გაფართოება და მასშტაბურობა.


როგორ შემიძლია დავაყენოთ Magento გადახდის მოდული არსებულ ონლაინ რესურსზე? საამისოდ ეტაპობრივად უნდა შესრულდეს შემდეგი 7 პუნქტი.
პუნქტი 1. მოდულის ვერსიის თავსებადობის შემოწმება სასურველ CMS-თან.
პუნქტი 2. მოდულის თქვენს PC-ზე ჩამოტვირთვა და გახსნა.
პუნქტი 3. "ატვირთვა" საქაღალდედან მისი შმადგენელი ფაილების ატვირთვა სერვერზე.
პუნქტი 4. გადახდის მეთოდი "ინტერკასა"-ს არჩევა ადმინისტრატორის პანელში.
პუნქტი 5. მოდულის დასაინსტალირებლად საჭირო პარამეტრის ყველა ველის შევსება: საიდუმლო გასაღები, საფულის უნიკალური ნომერი და საჭიროების შემთხვევაში სატესტო გასაღები.
პუნქტი 6. ჩვენი ახალი API- ის გამოყენება. ამისათვის ვხსნით API-ჩანართს და ანგარიშის პარამეტრებიდან ვირჩევთ გასაღებს და IP-ს," IP ფილტრის' გრაფაში კი ვამატებთ საძიებო ვებ გვერდის IP.
პუნქტი 7. პარამეტრების შენახვა.


"ინტერკასა" საგადახდო მიღების სისტემა, მომხმარებელს სთავაზობს მზა მოდულებს ყველაზე პოპულარული CMS-თვის, მათ შორის გადახდის მოდულს Magento. მისი დაინსტალირება არ მოითხოვს დიდ დროს და იმდენად მარტივი პროცესია, რომ ხელმისაწვდომია პროგრამირებისაგან ძალიან შორს მდგომი ადამიანისთვისაც კი.

სხვა CMS