resource
resource
resource

"Joomla წარმოადგენს კონტენტის მართვის(CMS)ღია სისტემას, რომლის საფუძველზეც შექმნილია ვებ გვერდები, ის ძალიან პოპულარულია მომხმარებელთა შორის მთელს მსოფლიოში და მოსახერხებელია როგორც მცირე, ასევე დიდი მოცულობის ვებ გვერდების, ონლაინ მაღაზიების, პორტალებისა და პირადი გვერდების შესაქმნელად. Joomla-ს გააჩნია მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები და ათვისებადი ინტერფეისი, რომელსაც პირველადი გამოყენებისას გააჩნია ინსტრუმენტების მინიმალური კომპლექტი, რომელიც ივსება საჭიროებისამებრ. ეს არა მხოლოდ ხელს უშლის მმართველი პანელის გადატვირთვას, არამედ ამცირებს დატვირთვას სერვერზეც. სისტემა საშუალებას იძლლევა ბოლომდე გაკონტროლდეს ვებ გვერდის განვითარება და მასზე ინფორმაციის განახლება. საამისოდ მომხმარებელი არ საჭიროებს რამე სპეციალური უნარების ქონას.

ინტერნეტის რესურსის ნებისმიერი მფლობელი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქონლის ან მომსახურების ღირებულების გადახდასთან, ადრე თუ გვიან იწყებს იმ მეთოდების ძიებას, რაც გაზრდის გაყიდვებს და ვებ გვერდის ეფექტურობას. სანდო და ფუნქციონალური გადახდების ელექტრონულად მიღების სისტემასთან თანამშრომლობა აუცილებელი გახდება. სისტემის მნიშვნელობა და აუცილებლობა არ არის გადაჭარბებული, რადგან ვებ გვერდის ნაყოფიერი მუშაობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და მოხერხებულად შეუძლია მომხმარებელს გადაიხადოს თანხა, ხოლო გამყიდველს - მიიღოს ფული. ფულადი გადარიცხვის რაც უფრო მეტ მეთოდს შესთავაზებს საგადახდო მექანიზმი, მით უფრო მეტ მომხმარებელს ენდომება მასთან თანამშრომლობა.

გადახდის მიღების უნივერსალური სისტემა "Interkassa", მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ გადახდა სხვადასხვა სახის საგადახდო სისტემიდან. თანხის გადახდის მზა მოდულის დახმარებით, რომელიც ინტერკასის სისტემის მხრიდან მიწოდებულია ცნობილ CMS-თვის, მომხმარებელი მარტივად და სულ რაღაც წამებში შეძლებს ყველა საგადახდო სისტემის დაკავშირებას თქვენს ვებ გვერდზე.

Joomla გადახდის მოდული ადვილად ინსტალირდება თქვენს კომპიუტერზე (ინსტალაციის დეტალური ინფორმაცია მოცემულია ვებ გვერდზე). დაკავშირების შემდეგ, გამყიდველი მომხმარებლებს აძლევს ფულადი სახსრების გადარიცხვის ფართო არჩევანს და ასევე უზრუნველყოფს ტრანზაქციების დაცვას.

Joomla გადახდის მოდული საშუალებას მისცემს რესურსების მფლობელს, ადვილად და სწრაფად გადაიტანოს მიღებული თანხები მის საბანკო ბარათზე ან მიმდინარე ანგარიშზე (თუ ის არის მეწარმე ან იურიდიული პირი).

"ინტერკასა" თქვენს წინაშე გახსნის ონლაინ-გადარიცხვების ახალ შესაძლებლობას ხელსაყრელი პირობებით.

სხვა CMS