resource
resource
resource

სისტემა "ინტერკასა"-ს" წყალობით ვებ გვერდებს, ონლაინ მაღაზიებსა და ყიდვა-გაყიდვის პლათფორმებს შესაძლებლობა აქვთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად მცირე დროში მიიღონ ყველა სახის გადახდები ხუთ სხვადასხვა ვალუტაში: ევრო, რუბლი, გრივნა, დოლარი, ლარი. აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა ერთიანი გამტარით მიიღოს გადახდები სხვადასხვა პოპულარული საგადახდო სისტემიდან. დღეისათვის სისტემა "ინტერკასა" მოიცავს 17 სხვადასხვა CMS მოდულს.

პოსტ-საბჭოთა სივრცეში და ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადახდის მოდული გახლავთ HostCMS, რომელიც შექმნილია როგორც მაგალითი სხვა სისტემებისთვის, თუ როგორ უნდა გაამარტივონ რუტინული მუშაობა ვებ გვერდზე. აღნიშნული მოდული უპირატესად მოიცავს ადვილად გამოყენებად, მრავალფუნქციურ და ინტუიციურად გამოყენებად ინტერფეისს. ამ მოდულში გათვალისწინებულია ტიპოგრაფიები და შაბლონები, რომლებიც დაგეხმარებათ ტექსტების ადვილად შექმნაში და მათზე მუშაობაში. ამ მოდულის ინსტალირება საუკეთესო არჩევანია იმ ვებ გვერდებისთვის, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა თემატიკა და დანიშნულებ. მაგალითად: საინფორმაციო, კორპორატიული, ინფორმაციული და სარეკლამო, სავიზიტო ბარათები და პრომო-გვერდები, ონლაინ მაღაზიები.

Host CMS გადახდის მოდული სთავაზობს ფართო შესაძლებლობებს როგორც პროფესიონალ დეველოპერებს, ისე დამწყებებს და ხშირ შემთხვევაში გამოიყენება კომპანიების ან მაღაზიების კომერციული ვებ გვერდებისთვის, რაც განპირობებულია მოცემული მოდულის 1C სისტემასთან ინტეგრირების საშუალებით და ასევე ელექტრონული ვაჭრობისა და უწყისის წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებისა და დამატებითი ინსტრუმენტების არსებობით. თადღეისათვის Host CMS გადახდის მოდული შეიძლება დაყენდეს 5 ძირითადი მექანიზმისთვის: მცირე ბიზნესი, კორპორაცია, ჩემი ვებ გვერდი, ბიზნესი და უფასო ვერსია, რომელიც იდეალურად შეესაბამება მცირე არაკომერციულ პროექტებს და გამოიყენება ახალ სფეროში თავისი ძალების მოსასინჯად. ეს გამოცემები ერთმანეთისგან განსხვავდება სასარგებლო დანამატებითა და ფუნქციური შესაძლებლობების არსებობით. თითოეულ მათგანს აქვს თავისი უპირატესობები და შესაბამისად მათი შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ცალკეული კონკრეტული პროექტის თავისებურებები.

ეს მოდული საშუალებას გაძლევთ შეავსოთ კატალოგი, დაარედაქტიროთა ჩანაწერი, განათავსოთ ახალი მასალა, გამოაქვეყნოთ ახალი ამბები, მიამაგროთ ფაილები და შასრულოთ სხვადასხვა სახის სამუშაოები სპეციალისტების ჩარევის გარეშ, რაც განპირობებულია პლატფორმის მძლავრი მექანიზმით, რომელიც დამოუკიდებლად უმკლავდება ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხს. აღნიშნული მოდულის უპირატესობებია ასევე ის, მრავალი ვებ გვერდის შემცველობა, სრულფასოვანი ტექნიკური მხარდაჭერა, სიჩქარე, მარტივად რედაქტირებდი კონტენტი და უნივერსალურობა.

სხვა CMS