resource
resource
resource

"ინტერკასა" წარმოადგენს ონლაინ გადახდების მიღების თანამედროვე სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა უმოკლეს ვადაში მიიღოთ გადახდა ნებისმიერი ფორმით. ეს მექანიზმი ადვილად უკავშირდება ნებისმიერ ყიდვა-გაყიდვის პლათფორმას და ვებ გვერდებს, რითაც ხელს უწყობს ონლაინ გაყიდვების პროცესს და მას უფრო მარტივსა და ავტომატიზირებულს ხდის. სისტემა თავის მომხმარებელს სთავაზობთ 17 მზა მოდულს პოპულარული CMS-თვის, რომელთაგან ერთ-ერთი არის გადახდის მოდული 1C-Bitrix.


აღნიშნული მოდული წარმოადგენს ვებ-პროექტების მანიპულირების პროფესიონალურ სისტემას. ის ასევე არის უნივერსალური პროგრამა ონლაინ მაღაზიების, საზოგადოებრივი ვებ გვერდების, კორპორატიული ვებ გვერდების, ინფორმაციული პორტალების, ქსელის, სოციალური და სხვა ტიპის პროექტების ტექნიკური მხარდაჭერის, მათი შექმნის და წარმატებული განვითარების უზრუნველსაყოფად.


აღნიშნული მოდულის რამოდენიმე ვერსიაა გამოსული: მცირე ბიზნესი, სტარტი და ბიზნესი, რომელიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მხოლოდ ჩამრთველი და სისტემური მოდულებით.


1C-Bitrix გადახდის მოდული შედგება 26 მოდულისგან, რითაც იმართება მთელი ვებ გვერდი. კერძოდ: ფორუმი, რეკლამა, კონტენტი, ბლოგები, ინტერნეტ-მაღაზიები და ა.შ. ამ მოდულის მეშვეობით შეიძლება შეიქმნას ახალი პროექტი ან გადაკეთდეს უკვე არსებული. იგი განკუთვნილია როგორც ჩვეულებრივი, არაპროფესიონალი მომხმარებლისთვის, რომელიც მარტივად შეძლებს მართოს მზა ვებ გვერდი, ასევე - პროფესიონალი ვებ დეველოპერებისთვის.


1C-Bitrix გადახდის მოდული ხელს უწყობს საუკეთესო შედეგების მიღწევას, სწრაფი ტემპის ტვალსაზრისით (ვირტუალურ ჰოსტინგზე შეზღუდულ რესურსების პირობებშიც), ასევე ვებ-გვერდებისთვის ცალკეული სისტემების გენერირებას, რომლებიც გამოირჩევიან ხშირი ნახვით და მაღალი დატვირთვით.


მოდულის შესაძლებლობები და უპირატესობები:
• მრავალ ვებ გვერდიანობა;
• ვებ გვერდის ვიზუალური მართვა;
• მონაცემთა შენახვის მექანიზმის მოქნილობა;
• სრული შესაბამისობა "1C: საწარმო"-სთან;
• უსაფრთხოება;
• მართვის სისტემის ადაპტირებული ინტერფეისი;
• სისტემის მოდულების მუდმივი განახლება;
• მაღაზიისთვის მობილური აპლიკაციის შექმნის სწრაფი ტემპი, ვებ გვერდის მობილური მოწყობილობიდან სამართავად;
• დეტალური დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა კვალიფიციური ტექნიკური მხარდაჭერის პირობებში;
• საკუთარი სტატისტიკური CDN- ის ხელმისაწვდომობა ინფორმაციის შესანახვად;
• ზესწრაფი მუშაობისთვის არსებობს ტექნოლოგია სახელწოდებით "კომპოზიციური ვებ გვერდი";
• ინტეგრირებული უსაფრთხოების კომპლექტის და მძლავრი MVC სტრუქტურის არსებობა სისტემის ბირთვში.


აღნიშნული გადახდის მოდულის ონლაინ რესურსზე ინსტალირებისთვის აუცილებელია დავრწმუნდეთ სასურველი CMS-ის შესაბამისობაში მოდულის ვერსიასთან; ჩამოტვირთეთ პლაგინი PC-ზე და გახსენით ის; "ატვირთვა" საქაღალდეში არსებული ყველა ფაილი ატვირთეთ სერვერზე; ადმინისტრაციულ პანელში გადახდის მეთოდად აირჩიეთ "ინტერკასა", შეავსეთ პარამეტრების ჩანართში არსებული ყველა სავალდებულო ველი.კერძოდ: საიდუმლო გასაღები, სალაროს უნიკალური ნომერი, სატესტო გასაღები.

სხვა CMS